სომხურენოვანი გაყიდვების უმცროსი სპეციალისტი

კომპანია Stamina ეძებს გაყიდვების უმცროს სპეციალისტს, რომელიც მზად არის, სრულად მართოს გაყიდვების ციკლი „A-დან Z-მდე“. პირველადი ცივი დაკავშირებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე, თქვენ განახორციელებთ სრულ ციკლს: პოტენციური კლიენტების მოძიებას (prospecting), კვალიფიკაციას (qualifying), საჭიროებების იდენტიფიცირებას (discovery), დემონსტრაციებს, შეთავაზებების მომზადებას, მოლაპარაკებებსა და გარიგებების დახურვას.

თქვენ ასევე წარმოადგენთ Stamina-ს უშუალოდ „ველზე“ — დარგობრივ ღონისძიებებზე, პარტნიორულ შეხვედრებსა და ბიზნეს ფორუმებზე, რათა რეალური ბიზნესკავშირების საშუალებით შექმნათ გაყიდვების ახალი არხები. 

თითოეული თქვენ მიერ დახურული გარიგება ტრანსფორმირდება ახალ პროექტად ჩვენი პროექტების განხორციელების სპეციალისტებისთვის.

ეს არის უმცროსი პოზიცია მაღალი პასუხისმგებლობით. თქვენ არ გესაჭიროებათ გაყიდვების მრავალწლიანი გამოცდილება, თუმცა უნდა გქონდეთ სწავლის ძლიერი მოტივაცია, მართავდეთ გაყიდვების პროცესს მაღალი დისციპლინით, იყოთ თავდაჯერებული საზოგადოებასთან კომუნიკაციისას და მზად იყოთ შედეგებზე დაფუძნებული შეფასებისთვის. ჩვენ უზრუნველგყოფთ შესაბამისი გზამკვლევებით , მენტორობითა და საჭირო სამუშაო ინსტრუმენტებით.

ჩვენს შესახებ

კომპანია Stamina დაარსდა 2020 წელს. ჩვენ ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესებს (SMB) განვითარებასა და გაყიდვების სტიმულირებაში, გაყიდვებისა და მარკეტინგის ეფექტური ინსტრუმენტების, სერვისებისა და ბაზარზე გასვლის (GTM) სისტემების დანერგვის გზით.

2022 წლიდან ვართ Pipedrive CRM-ის ოფიციალური Elite პარტნიორი სომხეთში, საქართველოში, აშშ-სა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

ჩვენ ასევე წარმოვადგენთ ბაზარზე არსებულ წამყვან ბიზნეს ინსტრუმენტებს:

Apollo.io | Make | Cloudtalk | Krisp | Dexatel | Webflow და სხვა.

ჩვენი კლიენტების უმრავლესობა მოგვმართავს რეკომენდაციით, რაც ჩვენ მიერ მიღწეული შედეგებისა და ნდობის დასტურია.

როლის მოკლე მიმოხილვა

როგორც გაყიდვების უმცროსი სპეციალისტი, თქვენ განახორციელებთ გაყიდვების სრულ ციკლს საქართველოს ბაზარზე — დამფუძნებლების, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და ბიზნეს საზოგადოების მიმართულებით. თქვენი მოვალეობა იქნება პოტენციური კლიენტის მოძიება, კომუნიკაციის ინიცირება, შესაძლებლობების შეფასება, პროდუქტის დემონსტრაცია, კომერციული შეთავაზების მომზადება, პირობების შეთანხმება, გარიგების დახურვა და პროექტის სუფთად გადაბარება განხორციელების გუნდისთვის. გარდა ამისა, თქვენ იქნებით Stamina-ს წარმომადგენელი სხვადასხვა ღონისძიებაზე: ნეთვორქინგის, ახალი კლიენტების მოზიდვისა და ბრენდის პოზიციონირების მიზნით. თქვენ გექნებათ მხარდაჭერა ტრენინგების, სკრიპტებისა და ქოუჩინგის სახით, თუმცა გაყიდვების არხის (pipeline) მართვა თქვენი პირდაპირი პასუხისმგებლობაა.

ძირითადი მოვალეობები:
პოტენციური კლიენტების მოძიება და გენერირება (Prospecting & Lead Generation)
  • საქართველოს ბაზარზე მცირე, საშუალო და საშუალოზე დიდი ზომის კომპანიების მიზნობრივი ბაზების შექმნა.
  • პოტენციური კლიენტების კვლევა: ინდუსტრიის, კომპანიის ზომის, გაყიდვების სტრუქტურისა და სავარაუდო საჭიროებების (pain points) ანალიზი.
აქტიური გაყიდვები (Outbound Outreach)
  • ყოველდღიური აქტივობების განხორციელება ელექტრონული ფოსტის, სატელეფონო ზარების, LinkedIn-ისა და WhatsApp-ის საშუალებით.
  • კალენდარში კვალიფიციური საინფორმაციო/გაცნობითი (discovery) შეხვედრების ორგანიზება და ჩანიშვნა.
ღონისძიებები, ნეთვორქინგი და ბრენდის წარდგენა
  • Stamina-ს წარდგენა დარგობრივ ღონისძიებებზე, კონფერენციებზე, პარტნიორულ შეხვედრებსა და ბიზნეს ფორუმებზე საქართველოს ბაზარზე.
  • ბიზნესკავშირების დამყარება დამფუძნებლებთან, ხელმძღვანელ პირებთან და პარტნიორებთან ახალი კლიენტებისა და რეკომენდაციების მოზიდვის მიზნით.
  • ღონისძიების შემდგომი აქტივობები (Follow-up): ახალი კონტაქტების ასახვა Pipedrive CRM-ში, პერსონალიზებული შეტყობინებების გაგზავნა და საუბრების ბიზნეს შეხვედრებად კონვერტაცია.
  • Stamina-ს ზრდისთვის რელევანტური ახალი ღონისძიებების, სპონსორობისა და პარტნიორობის შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
საჭიროებების იდენტიფიცირება და კვალიფიკაცია (Discovery & Qualification)
  • გაცნობითი ზარების/შეხვედრების წარმართვა დამფუძნებლებთან, გაყიდვების ლიდერებთან და შემოსავლების მართვის მფლობელებთან.
  • შეფასების სპეციალური ჩარჩოების (BANT, MEDDIC ან SPICED) გამოყენება კლიენტის შესაბამისობის, პრობლემების, ბიუჯეტისა და ვადების დასადგენად.
  • კლიენტის მიმდინარე გაყიდვების პროცესების, ხელსაწყოებისა და ხარვეზების შესწავლა Stamina-ს ოპტიმალური გადაწყვეტილების შესთავაზებლად.
პრეზენტაცია, კომერციული შეთავაზება და მოლაპარაკება
  • Pipedrive CRM-ისა და მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტების (Apollo.io, Make, Cloudtalk, Krisp, Dexatel, Webflow) მორგებული დემონსტრაციების წარდგენა.
  • კომერციული შეთავაზებების, ფასწარმოქმნისა და სამუშაო გეგმების (SOW) მომზადება კლიენტის საჭიროებების შესაბამისად.
  • პირობების შეთანხმება, მრავალეტაპიანი გაყიდვების პროცესის მართვა და გარიგების საბოლოო გადაწყვეტილებამდე მიყვანა.
გარიგების დახურვა და გადაბარება
  • ახალი კლიენტების მოზიდვა და ყოველთვიური/კვარტალური ფინანსური გეგმების შესრულება.
  • გაყიდვების ციკლის განმავლობაში პროექტის მასშტაბის, მოთხოვნების, ტექნოლოგიური სტეკისა და წარმატების კრიტერიუმების დოკუმენტირება.
  • პროექტის სუფთა გადაბარება პროექტის განხორციელების სპეციალისტისთვის (Project Delivery Specialist), რათა დანერგვის პროცესი დაიწყოს პირველივე დღიდან, გაუთვალისწინებელი ხარვეზების გარეშე.
  • კომერციული მფლობელის სტატუსის შენარჩუნება კლიენტის ონბორდინგისა და შემდგომი გაფართოების (upsell/expansion) პროცესში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • 0-დან 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება; განიხილებიან როგორც კურსდამთავრებულები, ისე კარიერის შეცვლის მსურველი კანდიდატები.
  • სომხური, ქართული და ინგლისური ენების ფლობა მშობლიურ ან სრულყოფილ (Flunt) დონეზე.
  • ძლიერი საკომუნიკაციო უნარები: სატელეფონო, ვიდეო, წერილობითი და პირისპირ (ღონისძიებებზე) კომუნიკაციის თავდაჯერებულობა.
  • პრეზენტაბელურობა, პროფესიონალიზმი და საჯარო სივრცეში Stamina-ს წარდგენის უნარი.
  • შედეგებზე ორიენტირებულობა და დასახული მიზნების (KPI) მიღწევის მოტივაცია.
  • ინტერესი, სწავლის მზაობა და B2B გაყიდვების თანამედროვე მეთოდების სწრაფად ათვისების უნარი.
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა გაყიდვების არხის (pipeline) ეფექტურად მართვისთვის.
  • ტექნოლოგიური კომპეტენცია და ახალი პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფი ათვისების უნარი (CRM, იმეილ-სისტემები, LinkedIn, სეკვენსერები).
  • ბაკალავრის ხარისხი.
რას გთავაზობთ კომპანია:
  • სტრუქტურირებულ ადაპტაციის (onboarding) პროცესს, ტრენინგებსა და მენტორობას პირველივე დღიდან.
  • კონკურენტუნარიან ფიქსირებულ ანაზღაურებას (უმცროსი პოზიციისთვის) + საკომისიო სისტემას დახურული გარიგებებიდან.
  • კარიერული განვითარების მკაფიო გზას: უმცროსი (Junior) პოზიციიდან საშუალო (Mid) და უფროს (Senior) სპეციალისტამდე, დასახული მიზნების მიღწევის შესაბამისად.
  • პირდაპირ კომუნიკაციას ტოპ-მენეჯმენტთან (თქვენი იდეების გათვალისწინება).
  • მაღალ ხილვადობას — თქვენ იქნებით Stamina-ს ბრენდის წარმომადგენელი საქართველოს ბაზარზე არსებულ ღონისძიებებზე.
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს შიდა პოლიტიკის გარეშე.
  • გუნდურ ღონისძიებებს, კორპორატიულ კულტურასა და მხარდამჭერ ატმოსფეროს.
  • საერთაშორისოდ აღიარებული ბიზნეს ინსტრუმენტების გაყიდვის შესაძლებლობას, რომლებიც აყალიბებენ B2B გაყიდვების მომავალს.