ბიზნეს განვითარების წარმომადგენელი - საქართველო
სამუშაოს ტიპი: ადგილზე
სამუშაო საათები: 09:00–18:00
საშუალო თვიური ხელფასი: $ 600-1200
რატომ არის ეს პოზიცია განსხვავებული
ეს არ არის “კიდევ ერთი გაყიდვების როლი”
Stamina-ში თქვენ უშუალო კომუნიკაცია გექნებათ საშუალო და მსხვილი ბიზნესების გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან (CEOs & Founders). თქვენი როლია, დაეხმაროთ მათ ზრდაში მსოფლიო დონის ტექნოლოგიური ინსტრუმენტების დანერგვით.
თუ ეძებ:
✅ მკაფიო, სტრუქტურირებულ როლს კარგად განსაზღვრული პასუხისმგებლობებით
✅ მმართველ რგოლთან პირდაპირ წვდომა, კორპორატიული ბიუროკრატიის გარეშე
✅ ჯანსაღი კორპორატიული გარემო
✅ ადგილს, სადაც თქვენი საბაზრო ღირებულება სულ რაღაც 1 წელიწადში მკვეთრად გაიზრდება
... მაშინ ეს თქვენი შემდეგი კარიერული ნაბიჯია.
ჩვენს შესახებ
Stamina 2020 წელს დაარსდა და ის ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესებს ზრდაში, აღდგენასა და განვითარებაში უახლესი გაყიდვებისა და მარკეტინგის ტექნოლოგიების მიწოდებით.
2022 წლიდან ჩვენ ვართ Pipedrive CRM-ის ოფიციალური ელიტური პარტნიორი სომხეთში, საქართველოში, აშშ-სა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.
ჩვენ ასევე წარმოვადგენთ და ვთანამშრომლობთ წამყვან გლობალურ ინსტრუმენტებთან: Apollo.io | Make | CloudTalk | Krisp | Dexatel | Webflow — და სხვა.
ჩვენი ზრდის უმეტესი ნაწილი კმაყოფილი მომხმარებლების რეკომენდაციებიდან მოდის - რაც ჩვენს მიერ მოწოდებული ხარისხისა და ნდობის დასტურია.
რას გააკეთებ
- საქართველოს მასშტაბით ძირითად სექტორებში პირველადი კონტაქტის დამყარება ბიზნესებთან;
- ონლაინ შეხვედრების, ოფლაინ შეხვედრების, პროდუქტის დემონსტრაციების და მოლაპარაკებების წარმატთვა;
- ადგილობრივი გაყიდვების სტრატეგიების განხორციელება და თქვენი სამსახურებრივი სამიზნე ნიშნულების შესრულება;
- პროცესის გაუმჯობესების შეთავაზება გაყიდვების ოპერაციების გამარტივებისთვის’
- გაყიდვების პროგრესის, ჩართულობის მაჩვენებლების და ბაზრის ანალიზის თვალყურის დევნება;
- მომხმარებლების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად ახალი მიდგომების დატესტვა.
რას ვეძებთ
- 2+ წლიანი დადასტურებული B2B პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვების გამოცდილება
- CRM-ის გამოცდილება (Pipedrive-ის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
- ინგლისური და ქართული ენების თავისუფლად ცოდნა (რუსული ჩაითვლება უპირატესობად)
- ბაკალავრის ხარისხი
- კლიენტებთან ურთიერთობების დამყარების ძლიერი უნარები
- გამოცდილება გაყიდვების სფეროში საქართველოს ბაზარზე, დსთ-ს ბაზრებზე ან მსგავს ბაზრებზე
რატომ მოგეწონება ჩვენთან მუშაობა
- მკაფიო კარიერული გზა ადეკვატური მოლოდინებით
- პირდაპირი წვდომა მენეჯმენტთან - თქვენი იდეები მოსმენილი და საჭიროებისამებრ განხორციელებული იქნება
- მხარდამჭერი და თანამშრომლობითი გუნდის კულტურა, სადაც მთავარი ღირებულებები გამჭვირვალობა და ურთიერთპატივისცემაა
- კორპორატიული და გუნდური ღონისძიებები - მუშაობა ასევე სასიამოვნო უნდა იყოს
- იმუშავეთ გლობალურად აღიარებულ თანამედროვე ინსტრუმენტებთან, რომლებიც ზრდიან პროდუქტიულობას
თქვენი შემდეგი წარმატებული კარიერული ნაბიჯი შეიძლება სწორედ აქ, Stamina-ში დაიწყოს.